top of page
  • Writer's pictureroommate.ge

ვცდილობ, გავხდე დამოუკიდებელი და გავძლიერდე ფინანსურად - რას გვიყვება თორნიკე, რომელიც ბინის მეზობელს ეძებს

Updated: Feb 12

ალტე უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი, თორნიკე კორძახია საცხოვრებლად მარტო გადასასვლელად ემზადება და, რასაკვირველია, ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.

ყველასთვის ცნობილია, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო - გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული ბინის მოძებნითა და გადასვლით დასრულებული. გარდა ამისა, პროცესში კიდევ მრავალი დეტალი იჩენს თავს, რომელთა გათვალისწინებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად ბევრ ადამიანს ეიფორიის ფონზე ავიწყდება.




ამიტომ, საინტერესოა, როგორია თორნიკეს გამოცდილება და როგორ გეგმავს ის ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.


თორნიკე აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში, მისთვის მნიშნელოვანია ფინანსურად გაძლიერდეს და გახდეს დამოუკიდებელი, რისთვისაც ახალი რესურსების ძიებისა და თვითგანვითარების პროცესშია ჩართული და ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე, ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტულია, თავად შეძლოს ბინის ქირის, საკვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ყოველდღიური ხარჯების დაფარვა.


იმის გათვალისწინებით, რომ  ბინების ფასი თბილისში განსაკუთრებით მაღალია, თორნიკემ გადაწყვიტა, ბინის მეზობელი იპოვოს და მასთან ერთად გაუდგეს დამოუკიდებლად ცხოვრების გზას. ამასთან ერთად, ის მიიჩნევს, რომ მარტო ცხოვრება მოსაწყენია, ხოლო ბინის მეზობელი მას როგორც ცხოვრების გახალისებაში, ისე ფინანსების დაზოგვაშიც დაეხმარება.


თორნიკემ საკუთარი ბიუჯეტიც განსაზღვრა, რაც ამ ეტაპზე 350 ლარს შეადგენს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბინა უნივერსიტეტთან ახლოს იყოს და ბინაში პირადი ოთახი ჰქონდეს. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეარჩევს თორნიკე ბინის მეზობელს. მისი თქმით, აუცილებელია, ისეთი ადამიანი ნახოს, რომელიც მას პიროვნულად ემთხვევა და, შესაბამისად, კომფორტულად შეძლებს თანაცხოვრებას. მისივე თქმით, ბინის მეზობელი არ უნდა იყოს აგრესიული, არ უნდა ეწეოდეს ბინაში და სვამდეს ბევრს და, ზოგადად, უნდა იყოს მშვიდი ცხოვრების მოყვარული. თორნიკესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბინის მეზობელმა მისი პირადი სივრცე დაიცვას.


თორნიკე პოტენციურ ბინის მეზობელს ეტყოდა, რომ ძალიან დაკავებული ადამიანია და ცდილობს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებასაც მისი პოტენციური რუმმეითისგან ისურვებდა. საკუთარი ბიუჯეტის, სურვილებისა და მოთხოვნები ჩამოყალიბების შემდეგ, თორნიკე Roommate.ge-ის შექმნილი Facebook-ის ჯგუფისა და პლატფორმის გამოყენებას გვირჩევს, რადგან სწორედ აქ შეიძლება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს მოერგება. თორნიკეს თქმით, რუმმეითის “ჰაერში მოძებნა” რთულია, ამიტომ საჭიროა ისეთი პლატფორმის არსებობა, რომელიც ამ პროცესს მარტივს, მოქნილსა და სანდოს გახდის.


12 views0 comments

Comments


bottom of page