top of page
Writer's pictureroommate.ge

რა სერვისებს სთავაზობს Roommate.ge ბინის მეპატრონეებს?

Updated: Feb 12

გაქირავების პროცესში ბინის მდგომარეობაზე ყველა ბინის მეპატრონე ფიქრობს და უფრო მეტიც, ღელავს. ეს ღელვა კი შეიძლება ყოველდღიურ პრობლემადაც გადაიქცეს - ფიქრი იმაზე, თუ ვინ ცხოვრობს შენ სახლში, ზიანდება თუ არა შენი საკუთრება, გადაიხდიან თუ არა ქირას დროულად… ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სია მართლაც გრძელია.

საქართველოში ახალი სტარტაპი Roommate.ge გამოჩნდა, რომლის მიზანია ბინის მეპატრონეებისთვის გაქირავებისა და მის შემდგომი პროცესი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად გადაიქცეს. დაინტერესდი, რას გვთავაზობს  Roommate.ge? ამ ბლოგში დაწვრილებით მოგიყვებით სერვისებზე: 2 თვის ქირის დაზღვევით დაწყებული, კონტრაქტის მოგვარებით დასრულებული. 1. პოტენციური მდგმურების ფონური შემოწმება  (Background Check)

გულმოდგინე შემოწმების პროცესი ზრდის პასუხისმგებლობიანი და სანდო პირებისთვის ბინის გაცემის ალბათობას, რომლებიც ყურადღებით მოეპყრობიან თქვენს ქონებას. Roommate.ge-ს თანამშრომლები პოტენციური მდგმურის შერჩევისას მისი ფონური შემოწმების პროცესში სრულიად იქნებიან ჩართულები: შეამოწმებენ კრედიტ ინფორმაციას და პოტენციურ მდგმურთან ინტერვიუს ჩაატარებენ; 2. კონტრაქტის მოგვარება 

Roommate.ge უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გაქირავების ასისტენტს, რომელიც დაგეხმარებათ, საჭიროებებზე მორგებული ხელშეკრულება შექმნათ, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებული იქნება. 


3. Roommate.ge ბინის 2 თვის ქირას დაგიზღვევთ


თუკი მდგმური კონტარქტს დაარღვევს და მაგალითად, ბინას ვადაზე ადრე დატოვებს Roommate.ge  2 თვის ქირის თანხას დააზღვევს, ამ პერიოდში კი ახალ მდგმურსაც მოძებნის.


4. Roommate.ge-ს თანამშრომლები გაქირავებამდე და გაქირავების შემდეგ ბინას აღწერენ


ქონების პერიოდული ინსპექტირება მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოტენციური პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ქირავნობის პერიოდში ქონების რეგულარულ ინსპექტირებას შეუძლია პოტენციური პრობლემების ადრეულ დადგენაში დაგეხმაროთ. მოვლა-პატრონობის პრობლემების დროულად განხილვით, ბინის მეპატრონეებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ მცირე პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა დროთა განმავლობაში დიდ ზიანში გადაიზარდოს, ამიტომ Roommate.ge ამ სერვისსაც გთავაზობთ.


5. Roommate.ge გაქირავების შემდეგომ მდგურებთან კომუნიკაციას შეინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ ღამის 3 საათზე პრობლემებით არავინ დაგირეკავთწარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა, როცა მდგმურები ბინასთან დაკავშირებული პრობლემებით არ გირეკავენ და იცით, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე მოაგვარებენ პრობლემას. 

6. Roommate.ge-სთან თანამშრომლობით თქვენ გარანტირებული გექნებათ ყოველთვიურად დროული ჩარიცხვებიRoommate-ის საკომისიო ბინის ღირებულების 8.5%-ია, თუმცა ამ თანხას არ იხდის ბინის მეპატრონე, არამედ დაემატება ბინის ქირას. პირველი თვის ბინის ქირას კი ბინის მეპატრონეები გადაიხდიან. Roommate.ge-სთან თანამშრომლობით ყველა ამ სერვისს მიიღებთ და, რაც მთავარია, გვერდში გეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ბინის გაქირავების სრულ პროცესში დაგიჭერენ მხარს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ: https://www.facebook.com/RoommateGeorgia.ge

17 views0 comments

Comments


bottom of page