top of page

როგორ ავირიდოთ ბინის დაზიანება გაქირავების დროს

Writer's picture: roommate.geroommate.ge

ბინის გაქირავების შემდეგ საკუთრების მდგომარეობაზე ყველა ბინის მეპატრონე ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა ცდილობს, საკუთარი ბინა დაზიანებებისგან დაიცვას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ბინის დაცლის შემდეგ ბინის მეპატრონეს დამტვრეული ავეჯი და გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხვდება. ყველაფრის ხელახლა წესრიგში მოყვანა კი გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს.

გაინტერესებთ, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ დამატებითი ხარჯები თავიდან აირიდოთ?



  • პოტენციური მდგმურების შემოწმება (Background Check)

დაიწყეთ ზიანის პრევენციის პროცესი პოტენციური მდგმურების ფონური შემოწმებით. შეაფასეთ პოტენციური მდგმურების საკრედიტო ისტორია.

გულმოდგინე შემოწმების პროცესი ზრდის პასუხისმგებლობიანი და სანდო მდგმურების ყოლის ალბათობას.

  • სწორად შედგენილი ხელშეკრულების პირობები

მიზანშეწონილია ქონების დეტალური აღწერა გაქირავების პროცესში და ხელშეკრულებაში ასახვა. ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ როგორც გამქირავებელმა, ასევე დამქირავებელმა, რათა ორივე მხარემ იცოდეს ნივთების მდგომარეობა ქირავნობის დასაწყისში. ასევე მნიშვნელოვანია დეტალურად იყოს გაწერილი წესები და პირობები.

იგი შეიძლება იყოს მტკიცებულება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რაიმე დავის შემთხვევაში.

  • ქონების რეგულარული შემოწმება

ჩაატარეთ ქონების პერიოდული შემოწმება ნებისმიერი პოტენციური პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ქირავნობის პერიოდში ქონების რეგულარულ ინსპექტირებას შეუძლია პოტენციური პრობლემების ადრეულ დადგენაში დაგეხმაროთ.

მოვლა-პატრონობის პრობლემების დროულად განხილვით, ბინის მეპატრონეებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ მცირე პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა დროთა განმავლობაში დიდ ზიანში გადაიზარდოს.



რასაკვირველია, კიდევ ბევრი დეტალის გათვალისწინება შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც ბევრი ბინის მეპატრონისთვის გამოწვევაა. ქართულ ბაზარზე სპარტაპი — Roommate ბინის მეპატრონეებს ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება.

Roommate-ის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, , გაქირავებამდე და გაქირავების შემდგომ ეტაპები საგრძნობლად გამარტივდება.

გაინტერესებთ, რას აკეთებს სტარტაპი იმისთვის, რომ თქვენი ქონება გაქირავების შემდეგ არ დაზიანდეს? ან იმისთვის, რომ დაზიანების შემთხვევაში თქვენი ხარჯები გაუთვალისწინებლად არ გაიზარდოს? 👇



  1. Roommate-ს თანამშრომლები პოტენციური მდგმურის შერჩევისას მისი ფონური შემოწმების პროცესში სრულიად იქნებიან ჩართულები: შეამოწმებენ კრედიტ ინფორმაციას და პოტენციურ მდგმურთან ინტერვიუს ჩაატარებენ.

  2. Roommate უზრუნველყოფს ინდივიდუალურ აგენტს, რომელიც დაგეხმარებათ, საჭიროებებზე მორგებული ხელშეკრულება შექმნათ და ამასთან ერთად, ქონების აღწერაში დაგეხმარებათ, რაც მომავალში ბევრ სირთულეს აგაცილებთ თავიდან.

  3. იმისათვის, რომ თქვენი ბინის დაზიანების რისკები შემცირდეს, Roommate-ი გაქირავების პერიოდში თქვენს მდგმურებთან ხაზზე დარჩება და თქვენს ბინას ყოველთვიურად ადგილზე მისვლით შეამოწმებს, ფოტოებს გადაიღებს და გამოგიგზავნით, რათა ყოველთვიურად იცოდეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი ბინა.

  4. თუკი ბინაში ტექნიკა ან ნივთები დაზიანდება, Roommate-ის სერვისი იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციასაც მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა ნივთის შეკეთებას დროულად და შეღავათიან ფასში შეძლებენ.

  5. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ სტარტაპს რამდენიმე პარტნიორი სადაზღვეო კომპანია ჰყავს, რომლებიც თქვენი ბინის დაზღვევაში დაგეხმარებიან.

და მაინც, ისევ ფიქრობ, როგორ უნდა დაიცვა გაქირავებული ბინა დაზიანებისგან?

9 views0 comments

Comments


© 2035 byAMUSE BOUCHE. უზრუნველყოფილია და დაცულია Wix

  • Facebook
  • Instagram
bottom of page