ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე თბილისში ბინების დაქირავებისა თუ გაქირავების საკითხი აქტუალური ხდება - იმის გამო, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი სწორედ თბილისშია, სტუდენტების უმეტესობა განათლების მისაღებად საცხოვრებლად მინიმუმ 4 წლით თბილისში გადადის.
თუმცა, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში სტუდენტებისთვის ბინის პოვნა განსაკუთრებულად რთულ პროცესად იქცა. ბინის ფასებმა საგრძნობლად იმატა, ამასთან ერთად იმატა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუდენტების რიცხვმა და ბინის ძებნის პროცესი ერთგვარ მარათონს დაემსგავსა.
რისი გაკეთება შეიძლება სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მოძებნის გასამარტივებლად? პასუხი მარტივი და ერთმნიშვნელოვანი სულაც არ არის. როგორც სტუდენტებისთვის, ისე ბინის მეპატრონეებისთვისაც ბინის გაქირავება-დაქირავება ძალიან რთული, კომპლექსური და დროში გაწელილი პროცესია. თუ მზად ხართ, თქვენს ბინაში სტუდენტი, ან რამდენიმე სტუდენტი შეუშვათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახალი სტარტაპი, Roommate დაგეხმარებათ, ბინა თქვენზე მორგებული პირობებით გააქირაოთ და, ამასთან ერთად, ჩვენს მომავალს, ანუ სტუდენტებს დაეხმაროთ. პირველ რიგში აუცილებელია სტუდენტების საჭიროებების გააზრება, ანუ რას აკვირდებიან სტუდენტები ბინის დაქირავებისას:
1. ლოკაცია სტუდენტები ბინის დაქირავებისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებენ; პირველ რიგში ისინი ლოკაციას აკვირდებიან. ამ დროს ისინი ცდილობენ, ისეთი ბინა შეარჩიონ, რომელიც უნივერსიტეტთან ახლოსაა. თბილისი საკმაოდ დიდი და დატვირთული ქალაქია, ამიტომ თუკი თქვენი ბინა რომელიმე დიდ უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს, შეიძლება სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილად იქცეს.
2. ბიუჯეტი
ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს უჭირთ სახლი მარტო იქირაონ, რადგან მათი ბიუჯეტი ბაზარზე არსებული ბინების საშუალო ფასზე დაბალია, ამიტომ ისინი სახლს სხვა ადამიანებთან ერთად იზიარებენ. Roommate სტუდენტებს ეხმარება, მათთვის მისაღები კანდიდატი უპოვოს და შემდეგ ბინის ქირის ხარჯები მასთან ერთად გაიყოს. ასე კი გვარდება როგორც სტუდენტის, ისე ბინის მეპატრონის პრობლემა, რომელიც ბინას უფრო სწრაფად და დაზღვეულად გააქირავებს.
ბინების გაქირავება მსოფლიოში საკმაოდ მზარდი ბიზნესია. ევროპის მოსახლეობის 30% ქირაობს ბინას, ამერიკაში კი ეს რიცხვი მეტია და 34%-ს შეადგენს. ბევრ ქვეყანაში გამქირავებელი არა მხოლოდ ორიენტირებულია გონივრულ ვადაში მიაღწიოს მიზანს და გააქირაოს ბინა, არამედ ატარებს გასაუბრებებს, რათა დარწმუნდეს, რომ სწორ არჩევანს აკეთებს. თუკი თქვენ, როგორც ბინის მეპატრონეებს, გსურთ ეს “პატარა”, მაგრამ ძალიან დამღლელი საქმეები თავიდან აირიდოთ, Roommate-მა ამ საკითხზეც იზრუნა და ისინი აუცილებლად წინასწარ გაესაუბრებიან თქვენთვის შერჩეულ პოტენციურ მდგმურებს.
თუკი ბინა ერთხელ მაინც გაგიქირავებიათ, ან ახლობლის თხოვნით საიტზე განცხადება განგითავსებიათ, ინბოქსში ძალიან ბევრ შეტყობინებას მიიღებდით სხვადასხვა კითხვით: რა ღირს? ბინები დღიურად გაქვთ? ფასს დააკლებთ? საიტებზე რეგისტრაციას, ფოტოების ატვირთვასა და ინფორმაციას დახარისხებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თუკი Roommate-თან თანამშრომლობაზე იფიქრებთ, ეს პრობლემები თქვენთვის მხოლოდ წარსულად იქცევა.
თან არ დაგავიწყდეთ, რომ თუკი გაქირავების შემდეგ ბინის მდგომარეობაზე ნერვიულობთ, Roommate ამ საკითხშიც დაგეხმარებათ. თუკი თქვენს ბინაში რამდენიმე სტუდენტს შეუშვებთ, რომლებიც ბინის ქირას გაინაწილებენ, Roommate-ის თანამშრომლები გაქირავების პერიოდში თქვენს მდგმურებთან ხაზზე დარჩებიან და თქვენს ბინას ყოველთვიურად ადგილზე მისვლით შეამოწმებს, ფოტოებს გადაიღებს და გამოგიგზავნით, რათა ყოველთვიურად იცოდეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი ბინა.
ისევ ფიქრობთ, რომ სტუდენტებზე ბინის გაქირავება ცუდი იდეაა?
Comments