top of page
  • Writer's pictureroommate.ge

Facebook ჯგუფში ოთახის მეზობლის მოძებნისას გასათვალისწინებელი რჩევები

რამდენიმე პოსტი დადე “იპოვე ოთახის მეზობლის” Facebook ჯგუფში და არავინ გამოგეხმაურა ან გამოხმაურების შემდეგ ერთად გადასვლაზე ვერ შეთანხმდით?



შესაძლოა, პოტენციური ოთახის მეზობელთან კომუნიკაციისას  რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოტოვე.

ამ ბლოგში კი მოკლედ აგიხსნი, რა უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ შენს პოსტს მეტი გამოხმაურება ჰქონდეს და, რაც მთავარია, სწორი კომუნიკაციის დახმარებით შეძლო იმ ადამიანის პოვნა, ვისაც ეძებ.

პოსტის დადებისას უმჯობესია, არ გამოიყენოთ არაანონიმურად დაწერის ფუნქცია. რასაკვირველია, ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ღია პროფილიდან პოსტის დაწერისას ოთახის მეზობლის პოვნის შანსები გაცილებით მაღალია. ადამიანები უფრო მარტივად ენდობიან მათ, ვისი Facebook-ის დათვალიერება მაშინვე შეუძლიათ და ერთგვარ პირველად შთაბეჭდილებას ასეც იქმნიან. 


თუკი პოსტის დაწერის შემდეგ ადამიანები გამოგეხმაურებიან:


  • პირველ რიგში გაარკვიეთ, როდიდან უნდათ ბინაში გადასვლა. თუკი ადამიანს ბევრი დრო აქვს და ბინაში გადასვლა არ ეჩქარება, დიდი შანსია, რომ მალევე გადასვლაზე არ დაგთანხმდეს და კიდევ ბევრი ადამიანი და ბინა განიხილოს, სანამ გადაწყვეტილებას მიღებდეს;

  • გაარკვიე, რატომ ეძებენ ბინას და აქვს თუ არა ბინისა და პოტენციური ოთახის მეზობლის სხვა ვარიანტებიც, შედეგად, გეცოდინება, რამხელაა ამ ადამიანთან ერთად თანაცხოვრების შანსი;

  • აუცილებლად ჰკითხეთ, შეძლებენ თუ არა ორი თვის ქირის გადახდას, რადგან თუ არ შეუძლიათ, მაშინ ბინა აგენტებთან არ უნდა მოიძიოთ.;


მოკლედ, სანამ კონკრეტულ ადამიანთან გეგმების დალაგებას დაიწყებდე, აუცილებლად ჰკითხე ზემოთჩამოთვლილი თემები, ამგვარად საკუთარ დროსა და რესურს დაზოგავ და 

  • არ დაგავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმა ხშირად ძალიან რთული ემოციური პროცესია, აუცილებელია, ადამიანებმა იცოდნენ შენი გადაწყვეტილება, ამიტომ დროის გაწელვის ნაცვლად, იყავი გულწრფელი და ამგვარად მეორე ადამიანის კეთილგანწყობასაც შეინარჩუნებ. 


წარმატებები. იმედია, რჩევები დაგეხმარება და მალე იპოვი იდეალურ ოთახის მეზობელს!


20 views0 comments

Comments


bottom of page